06 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდი დიღმის 36 წლის იუბილე აღინიშნა

ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდი დიღმის 36 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიება, რომელიც სამ ლოკაციაზე ჩატარდა, საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გაიმართა კონცერტი.

წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა, მათ შორის, საპნის ბუშტების და ქიმიური ექსპერიმენტების შოუ.

საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოპულარული ქართული ჯგუფები და მომღერლები.

დღის ამბები