06 ოქტომბერი 2024,   20:50
ვრცლად
საომარი ვითარების გამო გადადებული თბილისი-თელავივის ავიარეისი, დღეს შესრულდა

ისრაელში საომარი ვითარების გამო გადადებული თბილისი-თელავივის ავიარეისი, დღეს შესრულდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 7 საათზე აფრინდა.

მგზავრებმა, რომლებმაც დედაქალაქი უკვე დატოვეს, "კურიერთან" განაცხადეს, რომ საფრთხის მიუხედავად, ისრაელში წასვლის სურვილი მაინც ჰქონდათ. ბორტზე ასვლამდე თქვეს, რომ ნაწილი ოჯახთან, ნაწილი კი სამუშაოდ მიდიოდა.

რეისი გუშინ 18 საათსა და 40 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა მისი გაუქმების შესახებ მგზავრებს, რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს.

დღის ამბები