06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
"უფრო დიდი დრო გვჭირდება, ვიდრე ველოდით" - რას აკეთებს ისრაელი ჰამასის შესაჩერებლად

ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლებს კვლავ აწარმოებს, შეტაკებები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს. უკვე 48 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე თავდამსხმელებმა შეღწევა შეძლეს.

"ჯერ კიდევ ვიბრძვით. ღაზას მიმდებარედ 7-8 ადგილია, სადაც ჩვენი მებრძოლები ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვიან. ამას უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით. ვფიქრობდით, რომ დილისთვის უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა," - განაცხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა რიჩარდ ჰექტმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ჰამასის მებრძოლები კვლავ კვეთდნენ ისრაელის საზღვარს. ამასთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისრაელი საზღვრის იმ მონაკვეთებს ბომბავს, სადაც ჰამასის წევრები მათ ქვეყანაში გადასასვლელად იკრიბებიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამენ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ ომი იქნება "გრძელი და რთული". ჰამასის მოქმედებები დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციამაც და ისრაელს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.

ჰამასმა ისრაელელი ჯარისკაცები და მოქალაქეები ტყვედ აიყვანა, რაც საპასუხო დარტყმებს კიდევ უფრო გაართულებს. ნეთანიაჰუმ შაბათს გააფრთხილა პალესტინელები, გაერიდონ იმ ადგილებს ღაზის სექტორში, სადაც, შესაძლოა, მებრძოლები იმალებოდნენ, რადგან ყველაფერს "ნანგრევებად აქცევდნენ".

ისრაელის ორი მეგობარი სახელმწიფო - იორდანია და ეგვიპტე შეუერთდნენ კონფლიქტის დეესკალაციის მოწოდებებს, თუმცა ლიბანში, შიიტურმა სამხედრო ჯგუფმა ჰეზბოლამ, რომელსაც ისრაელთან 2006 წელს ომი ჰქონდა, გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა.

დღის ამბები