06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
ისრაელის მიერ ნასროლი რაკეტა ღაზაში სკოლის შენობას მოხვდა, რომელსაც თავს ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ ნასროლი რაკეტა ღაზაში გაეროს სკოლას დაეცა, ამის შესახებ BBC წერს. სკოლაში ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს, მათ შორის - ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

ინფორმაცია დაადასტურა გაერომაც, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სკოლის შენობა მძიმედ დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.

ამასთან, პალესტინელი ლტოლვილების დახმარების და მხარდაჭერის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს (UNRWA) ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 123 538-მდე გაიზარდა.

დღის ამბები