06 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
მიანმარში დევნილთა ბანაკზე საარტილერიო თავდასხმას 29 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დევნილთა ბანაკზე საარტილერიო თავდასხმას, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

დევნილთა ბანაკი კაჩინთა დამოუკიდებელი ორგანიზაციის (KIO) კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამბოხებული დაჯგუფება ქვეყნის მმართველ ხუნტას ებრძვის.

როგორც ორგანიზაციის სპიკერმა BBC-სთან აღნიშნა, თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

კაჩინთა წარმომადგენლების თქმით, ხუნტის მიერ დაჯგუფებაზე თავდასხმები ბოლო წლებში გახშირდა, რადგან ხუნტის წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა ამბოხებული ჯგუფების მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება.

ქვეყნიდან გაძევებულმა ეროვნული ერთიანობის მთავრობამ (NUG) თავდასხმა "ომის დანაშაულად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად" შეაფასა.

მიანმარის მმართველი ხუნტის განცხადებით კი, მათ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ, რადგან აღნიშნულ მხარეში ოპერაციებს არ აწარმოებენ. ბანაკის ნგრევა კი, ადგილზე შენახული ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქებას მოჰყვა.

დღის ამბები