06 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
ვგმობთ ტერორისტების მიერ ბარბაროსულ თავდასხმებს უდანაშაულო ისრაელის მოქალაქეებზე, ჩვენ ერთობლივად ვდგავართ ისრაელის მხარეს - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მან საფრანგეთის და აშშ-ს პრეზიდენტებთან, ასევე, იტალიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, ყველა მათგანი, მკაცრად გმობს ტერორისტების თავდასხმებს უდანაშაულო ისრაელის მოქალაქეებზე:

"მე და ემანუელმა, გუშინ საღამოს მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, იტალიის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ მკაცრად ვგმობთ ტერორისტების მიერ ბარბაროსულ თავდასხმებს უდანაშაულო ისრაელის მოქალაქეებზე. ჩვენ ერთობლივად ვდგავართ ისრაელის მხარეს. ასევე შევთანხმდით, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ამ არაადამიანური თავდასხმებისგან. ცხადია, ყველაფერს ყურადღებით დავაკვირდებით," - აღნიშნავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

 

დღის ამბები