06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
i24 News: ისრაელის სამხრეთით აღმოაჩინეს 40 ბავშვის ცხედარი - ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი

ჰამასმა სამხრეთ ისრაელში მდებარე კიბუცში ათობით ბავშვი მოკლა, ამის შესახებ ისრაელური ტელევიზია i24 News იუწყება. 40 ბავშვის ცხედარი, რამდენიმე - თავმოკვეთილი, ისრაელელმა ჯარისკაცებმა კფარ-აზაში იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ბავშვები კიბუცის საბავშვო ბაღში იყვნენ.

"ეს არ არის ომი, არც ბრძოლა, ეს სასაკლაოა," - განაცხადა გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა ჟურნალისტებთან.

კფარ-აზადან ჰამასმა ათობით ადამიანი გაიტაცა.

დღის ამბები