06 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ჯარები მასიური სახმელეთო შეტევის მზადყოფნაში არიან

უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ჯარები მასიური სახმელეთო შეტევის მზადყოფნაში არიან. ქვეყანაში უკვე ჩავიდა აშშ-ის იარაღის პირველი პარტია.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნევატიმის ავიაბაზაზე განთავსებული იარაღი განკუთვნილია "მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნისთვის". ამავე უწყების ცნობით, დილით ღაზას სექტორზე მოიერიშე თვითმფრინავებით მასიური თავდასხმა განხორციელდა - დაარტყეს 200-ზე მეტ სამიზნეს.

 თელ-ავივი ამტკიცებს, რომ განადგურებულია ტერორისტული ინფრასტრუქტურა. გავრცელდა ინფორმაცია, ისრაელის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელ კიბუცში "ჰამასის" მიერ სასტიკად მოკლულ სამოქალაქო პირების შესახებ.

დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ამჟამად არსებული ინფორმაციით, ისრაელის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. ღაზაში კი ეს მაჩვენებელი 900-ს აჭარბებს.

 

დღის ამბები