06 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ვაჭრობის საკითხებში.

ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97%-ზე მეტი.

დღის ამბები