06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
ბრიუსელი ილონ მასკს ევროკავშირის რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს

ბრიუსელი ილონ მასკს ევროკავშირის რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს.
X-ის, ყოფილი "ტვიტერი"ს მფლობელს ევროკავშირმა ოფიციალური წერილი მისწერა.

მასში ნათქვამია, რომ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ მასკის პლატფორმის საშუალებით ხდებოდა ძალადობის ამსახველი ვიდეო-კადრებისა და დეზინფორმაციის გავრცელება.

წერილი ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა ტვიტერის საკუთარ გვერდზეც დაპოსტა და ელონ მასკს მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელებას შეეწინააღმდეგოს.

პოსტს გამოეხმაურა თავად მასკი და ბრეტონისგან დეტალების დაკონკრეტება მოითხოვა.

დღის ამბები