06 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
ბრიუსელი უკრაინას F16-ებს 2025 წელს გადასცემს - "უკრაინსკაია პრავდა"

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, ლუდივინ დედონდერის თქმით, ბელგია უკრაინისთვის F16-ების გადაცემას 2025 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" წერს.

არსებული ინფორმაციით, დედონდერს არ დაუკონკრეტებია, რამდენ საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს ბელგიისგან უკრაინა. მან, ასევე, დასძინა, რომ ბელგია უკრაინელი მფრინავების მომზადებას განაგრძობს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის საჰაერო ძალებს 45 ერთეული F16 აქვს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში გაუვათ. მომავალი წლიდან მათ ჩასანაცვლებლად ქვეყანა ყოველწლიურად 4-5 F 35-ს მიიღებს.

დღის ამბები