06 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ჰამასს გავაქრობთ... ღაზას ისლამური სახელმწიფო მიწიდან აღიგვება - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ჰამასის სრული განადგურებით იმუქრება. მან გუშინ, დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელელი ბავშვების მკვლელობას ისინი "არავის შეარჩენენ".

"ჰამასს გავაქრობთ. ჰამასი - ღაზას ისლამური სახელმწიფო მიწიდან აღიგვება. ის არსებობას შეწყვეტს არსებობას," - აღნიშნა გალანტმა.

ჰამასის თავდასხმა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე სასტიკ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

"ბავშვები დახოცეს, ადამიანები დაწვეს, ეს არის ყველაზე ბარბაროსული აქტები, რომელიც ებრაელ ხალხს 1945 წლის შემდეგ აღარ გამოუცდია," - აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები