06 ოქტომბერი 2024,   20:43
ვრცლად
ირანი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშების პარალელურად, ირანის პრეზიდენტი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. იბრაჰიმ რაისიმ, ასევე, განაცხადა, რომ ღაზის ალყაში მოქცევა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.

ცნობილია, რომ ირანი ჰამასს აფინანსებს, თუმცა სამშაბათს, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების უკან მისი ქვეყანა არ იდგა. აქვე, მან, აღნიშნა, რომ "ხელებს უკოცნის" მათ, ვინც თავდასხმები დაგეგმა.

დღის ამბები