06 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
"ჩემს სამშობლოს, ისრაელს უდგას უმძიმესი დღეები" - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისრაელის ელჩის მოსმენა წუთიერი დუმილით დაიწყო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისრაელის ელჩის მოსმენა, ისრაელისადმი მხარდამჭერი განცხადებებით და წუთიერი დუმილით დაიწყო.

ჰადას მეიცადს დეპუტატებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. დიპლომატმა კანონმდებლებს ბოლო დღეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დიპლომატის გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომა მედიისთვის დაიხურა.

"ჩემს სამშობლოს, ისრაელს უდგას უმძიმესი დღეები. შაბათს ტერორისტებმა შეაღწიეს ისრაელში რამდენიმე ლოკაციაზე, ასობით რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. ჰამასმა ისრაელის 1300-ზე მეტი მოქალაქე მოკლა. ტერორისტებმა გააუპატიურეს ქალები და წამებით დახოცეს ბავშვები. 150-მდე ადამიანი დაკარგულია ან ტერორისტების ტყვეობაშია ამ დრომდე. ისინი განაგრძობენ ებრაელი ხალხის გენოციდს. ამიტომ, ამ დროს მსოფლიო უნდა იყოს ცხადი ჩვენს მხარდაჭერაში, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი თავისი მოქალაქეების დასაცავად. არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოგვიცხადა თავისი ურყევი მხარდაჭერა. თბილისში, ბათუმში ბევრი შენობა ისრაელის დროშის ფერებში იყო განათებული. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ღია მხარდაჭერის განცხადებები ჩვენი ხალხის მიმართ. საქართველომ უნდა დაგმოს ჰამასი, რომელიც არაადამიანური ტერორისტული ორგანიზაციაა," - აცხადებს ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

დღის ამბები