06 ოქტომბერი 2024,   20:38
ვრცლად
ღაზას მხოლოდ რამდენიმე საათის სამყოფი საწვავი აქვს, რომელიც საავადმყოფოების გენერატორებისთვის არის საჭირო - "წითელი ჯვრის" წარმომადგენელი

ღაზას მხოლოდ რამდენიმე საათის სამყოფი საწვავი აქვს, რომელიც საავადმყოფოების გენერატორებისთვის არის საჭირო - ამის შესახებ ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" აცხადებს. როგორც ახლო აღმოსავლეთში ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორი ფაბრიციო კარბონი აცხადებს, თუ ღაზა დამატებით საწვავს ვერ მიიღებს, ვითარება კატასტროფული გახდება. 

 "ცხადი ის არის, რომ თუ ჩვენ არ მივიღებთ მარაგს და თუ არ შეგვიძლია გავანაწილოთ ის, რაც გვაქვს ღაზას შიგნით, კატასტროფისკენ წავალთ, თუმცა ჩენ უკვე კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. ჰუმანიტარული სიტუაცია გახდება უმართავი," - განაცხადა ფაბრიციო კარბონმა.

მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული საწვავის განაწილებაც სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან "წითელი ჯვრის" სამუშაო გუნდის უსაფრთხოდ გადაადგილებაც კი შექმნილ ვითარებაში ძალიან გართულებულია.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მარაგი ღაზაში, თუმცა პრობლემა ის არის, რომ არ შეგვიძლია გადაადგილება. ჩვენ გვაქვს საწვავი, გვაქვს ქლორი წყლის ინფრასტრუქტურისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს სამედიცინო მარაგები, თუმცა გამოწვევა, რომელის წინაშეც ვდგავართ, არის ღაზაში უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ღაზაში,“ - ამბობს ფაბრიციო კარბონი.

დღის ამბები