06 ოქტომბერი 2024,   20:50
ვრცლად
ისრაელში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლებსა და ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ონლაინ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საგარეო უწყების წარმომადგენელს და საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ასევე იმ საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მუდმივ კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან.

დღის ამბები