06 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ეს არის ბრძოლა ჩვენი სახლისთვის და ის ჰამასის სრული განადგურებით უნდა დასრულდეს - ნეთანიაჰუ

ქნესეთის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობა დადო, რომ "ჰამასს ნაწილებად დაამსხვრევს."

"ერთობა, რომელსაც დღეს ვაშენებთ, დიდი გზავნილია მსოფლიოსთვის - ჩვენ ყველა ერთად ვართ. საგანგებო მთავრობა, რომელსაც დღეს ეროვნული პასუხისმგებლობით ვაფუძნებთ, უზარმაზარი სიძლიერის მესიჯს გადმოსცემს, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. ეს არის ომი ჩვენი სახლისთვის, ის უნდა დასრულდეს ერთი რამით - ტოტალური გამარჯვებით, ჰამასის განადგურებითა და ლიკვიდაციით.

ღრმა თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც განიცადეს დანაკარგები, და გპირდებით ამ რთულ დროს დახმარებასა და გულწრფელ თანაგრძნობას," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სხდომაზე, საგანგებო მთავრობის ფორმირებას დაუჭირეს მხარი. ქნესეთის პლენუმმა დაამტკიცა ეროვნული ერთიანობის პარტიის ხუთი დეპუტატის ჩართვა საგანგებო მთავრობაში.

დღის ამბები