06 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
„ღვინის დღეების“ ფარგლებში, საქართველომ 20-ზე მეტ უცხოელ მკვლევარსა და ექსპერტს უმასპინძლა

სამდღიანი კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები" დასრულდა. ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან მეცნიერები, მკვლევრები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. მხარეებმა კვლევები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე შეიმუშავეს რეკომენდაციები სამომავლო აქტივობების შესახებ.

ღონისძიება, პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული „ღვინის დღეების" ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

დღის ამბები