06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
14 წლის მოკლული აითაჯ შახმაროვას სკოლის დირექტორი კლინიკიდან უკვე გაწერეს

14 წლის მოკლული აითაჯ შახმაროვას სკოლის დირექტორი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ის შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც რესურს ცენტრში იმყოფებოდა.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, არ ჰქონდა ინფორმაცია რომ გოგონა იძულებით იმყოფებოდა ქორწინებაში.

რაც შეეხება დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით ექიმმა განმარტება გააკეთა.

"ჰქონდა მაღალი წნევის ციფრები, შფოთვა ჰქონდა, მოუსვენარი იყო და ატიპიური ტკივილები ჰქონდა გულ-მკერდში. დმანისშიც არ დაფიქსირებულა კარდიოგრაფიულად რაიმე იშემიური ცვლილებები, ჩვენთან მონიტორინგი გაგრძელდა, ლაბორატორიულად, კლინიკურად რაიმე მწვავე იშემიის ნიშნები არ ჰქონდა და სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე," - აცხადებს ექიმი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი ექვს ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა. როგორც გაირკვა ის 27 წლის კაცმა მოკლა, იქამდე კი იძულებით გაიტაცა მოზარდი და მასზე დაქორწინდა.

პოლიცია გამოძიებას განაგრძობს. იძულებითი ქორწინების და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულია გოგონას დედა და ბიძა. გამოძიების ცნობით, მათ აიძულეს ბავშვი დარჩენილიყო იძულებით ქორწინებაში.

 

 

დღის ამბები