06 ოქტომბერი 2024,   21:10
ვრცლად
ისრაელელები იცავდნენ თავიანთ სახლს და ისინი იბრძოლებენ როგორც ლომები - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ხალხს შაბათს მიმართავს.

ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არმიის ამჟამინდელი ქმედებები ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სრულად განადგურების ოპერაციის მხოლოდ დასაწყისია.

"ისრაელელები იცავდნენ თავიანთ სახლს და ისინი იბრძოლებენ როგორც ლომები,ჩვენ უპრეცედენტო ძალით ვურტყამთ ჩვენს მტრებს. ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა მხოლოდ ეხლა დაიწყეს ფასის გადახდა. და მე არ დავაკონკრეტებ, რა იქნება მერე. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“.- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები