06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ლაგოდეხში ღვინის დღეები აღინიშნა

ლაგოდეხში, ღვინის დღეები აღინიშნა. ნაკრძალში, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის მეღვინეების კუთხე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა - გაყიდვა და საბავშვო-გასართობი ღონისძიებები მოეწყო. დღე კი გალა კონცერტით დასრულდა.

"ღვინის დღეები" საქართველოს მასშტაბით, 23 მუნიციპალიტეტში აღინიშნება. ფესტივალი, რომელიც წელს მეორედ ტარდება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.


დღის ამბები