06 ოქტომბერი 2024,   20:53
ვრცლად
ჰამასთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვეღარ გაგრძელდება, ჩვილების, ოჯახების მკვლელობა, პატარა ბავშვების გატაცება და დატყვევება, სისასტიკის წარმოუდგენელი აქტია - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რეგიონალურ ვიზიტს აგრძელებს. ის ბოლო რამდენიმე საათში, 5 ქვეყანაში იმყოფებოდა. ბლინკენის შემდეგი გაჩერება, ეგვიპტე იქნება. 

სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ჩვილების, ოჯახების მკვლელობა, პატარა ბავშვების გატაცება და დატყვევება, სისასტიკის წარმოუდგენელი აქტია. 

"ჰამასთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვეღარ გაგრძელდება. ჩვილების, ოჯახების მკვლელობა, პატარა ბავშვების გატაცება და დატყვევება - ეს სისასტიკის წარმოუდგენელი აქტია. ჩვენი შეფასებით, ნებისმიერი ქვეყანა, უნდა გმობდეს ამ ქმედებებს და "ჰამასს" პასუხისმგებლობას უნდა აკისრებდეს. ჩვენი ამოცანა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ შევქმნათ უსაფრთხო დერეფანი და ამას ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. მათ შორის ისრაელთან ერთად. ჩვენ ისრაელთან ვსაუბრობთ იმაზეც, რომ მაქსიმალურად აარიდონ თავი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას. ჩვენ ვგლოვობთ ყველა უდანაშაულო ადამიანს ისრაელიდან, პალესტინიდან - ებრაელებს, ქრისტიანებს, მუსლიმანებს," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ყატარის პრემიერ-მინისტრი, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი ამბობს, რომ შემაძრწუნებელია იმის ყურება, რაც დღეს ხდება. 

"ადამიანი ყველგან ადამიანია - იქნება ის ისრაელში თუ პალესტინაში, მათ ერთი ფასი აქვთ, ერთი ღირებულება. ამიტომ ძალიან შემაძრწუნებელი და მტკივნეულია ამ ყველაფერის ყურება, ჩვენ გვსურს ვიხილოთ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში გადადგმული ნაბიჯები. და ასე უნდა იყოს ნებისმიერი ომში." - ამბობს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი

დღის ამბები