06 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
ღვინის სამშობლოში, "ღვინის დღეები" გრძელდება - ფესტივალს ზესტაფონი მასპინძლობს

ღვინის სამშობლოში, "ღვინის დღეები" გრძელდება. ფესტივალს ზესტაფონი მასპინძლობს. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტარდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს კი მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდება. დღე გალა-კონცერტით დასრულდება. 

ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ როგორც დააგემოვნონ, ასევე შეიძინონ მერული ღვინო. გარდა ამისა, შეფ-მზარეულები ამზადებენ იმერულ კერძებს. 

დღის ამბები