06 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ჩამოაგდეს ლულები, ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული რაკეტები, გაუგებარია რა მოხდა ამ მხარეში, ეს არის გენოციდი - ხან იუნისის მცხოვრები

ისრაელის დაბომბვამ ხან იუნისში, რამდენიმე უბანი გაანადგურა. ადგილობრივების ნაწილი ტერიტორიას ტოვებს, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებში რჩება. მოსახლეობა ისრაელს პალესტინელების გადასახლებაში ადანაშაულებს.

"მათ არ გამოგზავნეს გაფრთხილება ან შეტყობინება, ჩვენ უსაფრთხოდ ვიყავით ჩვენს სახლებში. სახლები სავსეა დევნილებით. აქ 50-დან 60-მდე დევნილი ცხოვრობს, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოგეხსენებათ, ჩვენ ომში ვართ და ხალხი უსაფრთხო ადგილებში თავშესაფრებს ეძებს. მხოლოდ ოთხი სახლია დარჩენილი. ჩამოაგდეს ლულები, ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული რაკეტები. გაუგებარია რა მოხდა ამ მხარეში, ეს არის გენოციდი." - ამბობს ხან იუნისის მცხოვრები, იბრაჰიმ აბუ დაკაჰი.   

ისრაელს ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორი, ალყაში აქვს მოქცეული. საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000 აჭარბებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები რესურსების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. 

"ჩვენ ცხოველები არ ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ, სად ხართ არაბებო, ჩვენ ადამიანები ვართ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

 

დღის ამბები