06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
იძულებითი ქორწინება შემზარავი ისტორიით და ტრაგიკული დასასრულით - საქმეში იზრდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც 14 წლის გოგოს მოძალადისგან დაცვა შეეძლოთ

იძულებით ქორწინებაზე სოფელი იქამდე დუმდა, ვიდრე მოძალადემ 14 წლის გოგო არ მოკლა. პროკურორის განცხადებაც ადასტურებს იმას, რომ სკოლის მოსწავლის გადარჩენა ბევრს შეეძლო, მათ შორის დედასაც, რომელიც გამოძიების ვერსიით, თავად იყო ამ დანაშაულის წამახალისებელი.  

ოფიციალური ვერსიით, იძულებითი ქორწილის მოტივად ანგარება სახელდება. იდეის ავტორი კი მოკლული გოგოს ბიძაა. მამაკაცი, რომელიც მკვლელის ოჯახში მწყემსად მუშაობდა. მისი მთავარი თანამზრახველი 14 წლის მოზარდის დედაა. სწორედ ის დაეხმარა მომავალ სიძეს გატაცებაში.

გატაცების შემდეგ, გოგონა მკვლელმა საკუთარი ბიძის სახლში გადამალა. საქმის მხოლოდ ამ ერთი ეპიზოდით, 5 ადამიანის დანაშაული გამოიკვეთა. ახლა ყველა მათგანი განსასჯელის სკამზეა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობამდე იყო გაქცევის რამდენიმე მცდელობა, თუმცა მოზარდი არავინ დაიცვა. ბოლო ასეთი მცდელობის დროს სკოლის მოსწავლემ შიშით, რომ მას მოკლავდნენ 10 კილომეტრი გაიარა. ლამბალოდან - ბადიაურამდე ფეხით იარა. პირველივე შესაძლებლობისთანავე დედას დაურეკა და მას დახმარება სთხოვა. თუმცა მშობელმა შვილი პირდაპირ მოძალადესთან დააბრუნა.

საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლთა რაოდენობა, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით კიდევ ერთით გაიზარდა. მის საქმეში კი, იზრდება იმ პირთა, რიცხვი რომელთაც შეეძლოთ მერვეკლასელი მოძალადისგან დაეცვათ.

 

 

დღის ამბები