06 ოქტომბერი 2024,   21:05
ვრცლად
ამერიკის მთავრობა ისრაელიდან კვიპროსში თავის მოქალაქეებს, საზღვაო გზით გადაიყვანს

ამერიკის მთავრობა ისრაელიდან კვიპროსში თავის მოქალაქეებს, საზღვაო გზით გადაიყვანს , - ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება.

გემი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ხვალ გაემგზავრება. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მოქალაქეები და მათი ოჯახები პასუხისმგებლები იქნებიან ჰაიფამდე ჩასვლაზე და ასევე კვიპროსიდან გამგზავრებაზე.

 

დღის ამბები