06 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
ღვინის დღეები დღეს, საზეიმოდ დაიხურება - ფესტივალს მასპინძლობს ბაღდადიც

პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაწყებული ღვინის დღეები, დღეს, საზეიმოდ დაიხურება. ფესტივალი მიმდინარეობს ბაღდათში. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია ეთნოგრაფიული, ქართული ღვინის, მეწარმეთა ნამუშევრების გამოსაფენი და მოსასვენებელი სივრცეები.

პროგრამა იმერული ღვინის დეგუსტაციას, გამოფენა-გაყიდვას, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლებისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასებს მოიცავს. ფესტივალს მუსიკალური პროგრამა დაასრულებს.

დღის ამბები