06 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების უახლესი სტატისტიკა - შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 60-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

როგორია არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების უახლესი სტატისტიკა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაცემებში დადებითი დინამიკა ნათელია, თუმცა აცხადებენ იმასაც, რომ მიღწეული შედეგი საკმარისი არ არის.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების 200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, 2022-ში ეს მაჩვენებელი 180 გახდა, მიმდინარე წელს კი გამოვლენილია 60-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა პრევენციული მიმართვიანობაც. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ რამდენიმეკომპონენტიანი კამპანია მუშაობს.

 

დღის ამბები