06 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
ისრაელის ჯარი ხანგრძლივი ომისთვის მზად არის - რა ვითარებაა ომის მეათე დღეს ახლო აღმოსავლეთში

ჰამასი - ისრაელი, ომის მეათე დღე ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც ქაოსში შეიძლება მთელი მსოფლიო ჩაითრიოს. ცახალი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას ისევ არ იწყებს. ისრაელის პოლიტიკური ელიტა და საომარი კაბინეტი, ჯერ ისევ მსჯელობს, თუმცა ჯარი და სამხედრო ტექნიკა ანკლავის საზღვართან უკვე სრულ მზადყოფნაშია.

არავინ იცის მოასწრო თუ არა მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლება, თუმცა ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება.

ამ დროისთვის სიკვდილის ქრონიკა ასეთია: 1 400 დაღუპული ისრაელის მხრიდან და 2800- პალესტინელი. პლიუს ამას ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 000 ადამიანია დაჭრილი.

დღის განმავლობაში, ისრაელის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნეთქნიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი მზად არის ორივე ფრონტზე საბრძოლველად, თუ ეს იქნება საჭირო. ისრაელის ჯარი ხანგრძლივი ომისთვის მზად არის. 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე. 

დღის ამბები