06 ოქტომბერი 2024,   21:10
ვრცლად
ისრაელმა ლიბანის საზღვართან მდებარე ათობით დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო - BBC

ისრაელის არმიამ, ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან მდებარე 30-მდე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ BBC წერს.

ორი ქვეყნის საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კვირას, ლიბანიდან, „ჰეზბოლას“ მიერ გასროლილ რაკეტებს ისრაელის მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლნენ. რაკეტების ნაწილი სამხედრო პოსტზე ჩაცვივდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, საპასუხოდ, „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.

 „ჰეზბოლა“ ლიბანის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა, რომელსაც არსენალში შორი მოქმედების რაკეტები აქვს. როგორც BBC წერს, ამ შეიარაღებით, „ჰეზბოლას“ ისრაელის ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეუძლია დარტყმების განხორციელება.

2006 წელს, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდნენ. მაშინ შეიარაღებული დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიღწევაც მხარეებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით შეძლეს.

დღის ამბები