06 ოქტომბერი 2024,   20:44
ვრცლად
ომის მეთერთმეტე დღე ახლო აღმოსავლეთში - ღამით ისრაელის არმიამ ლიბანში, “ჰეზბოლას“ ტერორისტულ სამიზნეებზე შეტევები განახორციელა

ომის მეთერთმეტე დღე ახლო აღმოსავლეთში - „ცახალს“ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ისევ არ დაუწყია, თუმცა ღაზის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. მსხვერპლის შესახებ ბოლო ცნობა ასეთია: ისრაელში 1 400 ადამიანი დაიღუპა, მეორე მხარეს კი მოკლულია 2800- პალესტინელი. გარდა ამისა, არიან დაჭრილებიც და მათი რაოდენობა 11 000-ს აჭარბებს.

ღაზაში ისევ პრობლემაა სამედიცინო სერვისები და მთავარ საკითხად კვლავ რჩება ჰუმანიტარული დერეფანი.

ღამით, ისრაელის არმიამ ლიბანში, „ჰეზბოლას“ ტერორისტულ სამიზნეებზე შეტევები განახორციელა.

რაც შეეხება დახმარებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის დასახმარებლად 2000 ჯარისკაცი მოამზადა, თუმცა გახდება თუ არა საჭირო მათი გაგზავნა, ჯერჯერობით, უცნობია.

თავის მხრივ, ისრაელმა აშშ-ს ფულადი დახმარება სთხოვა, 10 მილიარდი დოლარის ოდენობით. ისრაელს ხვალ აშშ-ის პირველი პირი ეწვევა, ხოლო შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიის მეფეს, ეგვიპტის პრეზიდენტს და პალესტინის პირველ პირს შეხვდება.

დღის ამბები