06 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის დედაქალაქში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდება.

„შეხვედრა მიზნად ისახავს ჩინეთსა და მის გიგანტურ მეზობელს შორის დიდი ურთიერთნდობისა და „უსაზღვრო“ პარტნიორობის დემონსტრირებას“, - წერს NBC News-ი.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარეთ, ეს პუტინის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის გამო, მისი დაკავების ორდერი გასცა. ამ თვის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - ყირგიზეთს სტუმრობდა.

პუტინი პეკინში ფორუმს - "ერთი სარტყელი, ერთი გზა" - დაესწრება.

 

დღის ამბები