06 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
აშშ 2000-მდე სამხედროს ისრაელის შესაძლო მხარდაჭერისთვის ამზადებს - NBC News

დაახლოებით 2000 ამერიკელი ჯარისკაცი ემზადება ისრაელ-ჰამასის ომის საპასუხოდ დისლოცირებისთვის, - წერს NBC News-ი თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, სამხედროები ისრაელში ან ღაზის სექტორში არ ჩავიდნენ, თუმცა, მოსალოდნელია მათი ბაზირება ახლომდებარე ქვეყანაში.

„ჯარი ჯერ არსად არ იგზავნება, არც ისრაელში და არც - ღაზაში. თუ სამხედროები გადაადგილდებიან, ეს იქნება ახლომდებარე ქვეყანაში დისლოცირება, რათა მოემზადონ ისრაელის მხარდასაჭერად ჰამასის წინააღმდეგ ომში, - თქვა თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა“, - წერს NBC News-ი.

დღის ამბები