06 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
გუშინ ღამით მომხდარი ტერორისტული თავდასხმის უკან ლაჩრები დგანან - ბელგიის პრემიერი

ბელგიის ხელისუფლებამ ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი მოკლულია. ირკვევა, რომ პოლიციაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 45 წლის აბდესალემ ლასუედი ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ პოლიციელებსა და ლასუედს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი მოკლეს. თავდამსხმელმა ჯერ ცეცხლი გახსნა, მოგვიანებით კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი იყო და შვედები იმიტომ დახოცა, რომ შვედეთში ყურანი დაწვეს.

მოკლულია შვედეთის 2 მოქალაქე. ისინი ბრიუსელში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო არ ჩატარდა ბელგია-შვედეთის მატჩიც. შესვენებაზე შვედმა მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა არ სურდათ, რასაც ბელგიის ნაკრებიც დაეთანხმა და მატჩი ოფიციალურად შეწყდა.

"გუშინ ღამით მომხდარი - ტერორისტული თავდასხმები იყო. მომხდარის უკან კი ლაჩრები დგანან. დამნაშავეებმა მიზანმიმართულად ამოიღეს სამიზნეში შვედი მხარდამჭერები, რომლებიც ბრიუსელში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდნენ. სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შედეგად შვედეთის 2 მოქალაქე გარდაიცვალა, მესამე კი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს, ახლა მკურნალობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს," - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ.

დღის ამბები