06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
თელ-ავივის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა ოლაფ შოლცის რეისამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელდა - გერმანიის კანცლერი ბომბსაფარში ჩაიყვანეს

ისრაელში, თელ-ავივის აეროპორტიდან გერმანიის კანცლერის თვითმფრინავის აფრენამდე ცოტა ხნით ადრე, სარაკეტო თავდასხმა დაიწყო, რის გამოც თვითმფრინავის ევაკუაცია მოხდა.

გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცი თავდასხმის დაწყების დროს უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. შოლცი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე მანქანით აეროპორტის შენობასთან მიიყვანეს, სადაც კანცლერი ბომბსაფარში ჩავიდა.

BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური კრიმინალურმა პოლიციამ სამთავრობო თვითმფრინავის მდგომარეობა შეამოწმეს. ევაკუაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი, თვითმფრინავი კაიროსკენ გაფრინდა.

დღის ამბები