06 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო 6 აეროპორტის ევაკუაცია განხორციელდა

ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო დღეს დილით საფრანგეთის 6 დიდ აეროპორტში ევაკუაციის პროცესი ანხორციელდა. მუშაობა შეაჩერეს ლილის, ლიონის, ნანტის, ნიცის, ტულუზას და პარიზის ბოვეს აეროპორტებმა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ტერორისტული თავდასხმის მუქარა აეროპორტებმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს.

ნიცის აეროპორტის ადმინისტრაციამ მედიას დაუდასტურა, რომ მიიღეს გაფრთხილება ბომბის აფეთქების შესახებ, თუმცა უკვე ყველაფერი შემოწმებულია და აეროპორტი მალე ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდება.

საფრანგეთის 6 დიდ ქალაქში აეროპორტებზე თავდასხმების მზადების შესახებ ინფორმაცია მედიასთან საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც დაადასტურა.  

დღის ამბები