06 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ღაზაში ლიკვიდირებულია "ჰამასის" დაამაარსებლის ქვრივი ჯამილა ალ შანტი - ის იყო პირველი ქალი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტბიუროს წევრი გახდა

ლიკვიდირებულია ტერორისტული ჯგუფის, "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში არჩეული პირველი ქალი, ჯამილა ალ-შანტი.

ის "ჰამასის" თანადამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი იყო.

ის დღეს გამთენიისას ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ღაზაში "ჰამასთან" დაკავშირებული მედია იუწყება.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ალ-შანტი 2021 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში, მის უმაღლეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში.

 

დღის ამბები