06 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
რიში სუნაკი თელ-ავივში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი თელ-ავივში ჩაფრინდა.

რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი ახლო აღმოსავლეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებში რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ჩავა.

სუნაკი მოითხოვს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.

დღის ამბები