06 ოქტომბერი 2024,   20:43
ვრცლად
ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია ჯინა მაჰსა ამინის და ირანულ ქალთა მოძრაობას "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლებას" გადასცა
ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია ჯინა მაჰსა ამინის და ირანულ ქალთა მოძრაობას "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლებას" გადასცა. პრემიის ლაურეატი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.
 
22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის სექტემბერში თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესისთვის დააკავა. დაკავების დროს ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა სლოგანით "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება". დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში, ევროპარლამენტში 13 დეკემბერს გაიმართება.
დღის ამბები