06 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
ღაზას ახლავე სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება - გაეროს გენმდივანი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, კაიროში, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ღაზას ახლავე სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ამ ტერიტორიის 2.2 მილიონი მცხოვრებისთვის, სწრაფ, შეუფერხებელ ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა აუცილებელია. დახმარების გამცემებს ტვირთის უსაფრთხოდ მიღება და დარიგება უნდა შეეძლოთ“, - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები