06 ოქტომბერი 2024,   20:54
ვრცლად
კანვასის საქმე - როგორია ოპოზიციის შეფასება

სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე დაკითხულმა პირებმა ვერ შეძლეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში ტექსტების ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენება.

ოპოზიციონერი დეპუტატები სკეპტიკურად არიან საქმის მიმართ განწყობილნი და ამბობენ, რომ ეს არის დაშინების მორიგი მცდელობა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სუს-მა დამონტაჟებული მასალები წარადგინა.

"ვიცი რაც "გაასაჯაროვა", ეს არგუმენტები არ არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით და რაც დამაჯერებელი იქნებოდა. სუს-მა დამონტაჟებული მასალები წარმოადგინა, ამოჭრილი,"- აცხადებს ბოტკოველი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა.

"ახალს არაფერს არ ველოდები ამასთან დაკავშირებით, ეს არის ხალხის დასაშინებლად მოფიქრებული პროპაგანდისტული ხრიკი და ამასთან დაკავშირებით არაფერი სიახლე არ არსებობს," - აცხადებს მანჯგალაძე.

დღის ამბები