06 ოქტომბერი 2024,   20:57
ვრცლად
პენტაგონმა აშშ-ის სამხედრო ხომალდის მიერ იემენის სანაპიროს მახლობლად სამი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დაადასტურა

პენტაგონმა დაადასტურა, რომ შტატების სამხედრო ხომალდმა, იემენის სანაპიროს მახლობლად, სამი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. უწყების ცნობით, რაკეტები და საფრენი აპარატები იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუთის" ძალებმა გაუშვა.

გენერალ პეტრაიდერის თქმით, აშშ-ის ჯარიდან მსხვერპლი არ არის. მისი ინფორმაციით, არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავებულა. გენერლის განცხადებით, პენტაგონს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რას უმიზნებდნენ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, თუმცა ის მიემართებოდა ჩრდილოეთით წითელი ზღვის გასწვრივ, პოტენციურად ისრაელის სამიზნეებისკენ.

 

დღის ამბები