06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
ფესტივალის "ევროპალია" ფარგლებში, რეზო გაბრიაძის ვაჟმა ბრიუსელში, მამის მიერ დაწერილი პიესა "ალფრედი და ვიოლეტა" ახალი ინტერპრეტაციით, ევროპელი მაყურებლის წინაშე წარადგინა

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ვაჟმა ბრიუსელში, მამის მიერ დაწერილი პიესა "ალფრედი და ვიოლეტა", ახალი ინტერპრეტაციით ევროპელი მაყურებლის წინაშე წარადგინა. გაბრიაძის თოჯინების იუმორმა, სიყვარულმა და ტრაგიკულმა ცხოვრებამ, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სპექტაკლზე ორი დღის განმავლობაში ყველა ბილეთი გაიყიდა.

მარიონეტების თეატრი, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში საერთაშორისო კულტურული ფესტივალის "ევროპალიას" ფარგლებში ჩავიდა. საქართველო მასში მონაწილეობას სტუმრის სტატუსის პირველად იღებს და ის ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება.

ქართული კულტურის, ეროვნული საგანძურისა და ხელოვნების შეფასების საშუალება, ბელგიელ, ფრანგ და ჰოლანდიელ დამთვალიერებლებს 4 თვის განმავლობაში ექნებათ.

დღის ამბები