06 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
22 ოქტომბრიდან, "ჯორჯიან ეარვეისი" ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს - ავიაკომპანია რეისების შეწყვეტას ისრაელში უსაფრთხოების ზომების არარსებობას და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებას უკავშირებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის მიმართულებით, 22 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს აჩერებს. კომპანია რეისების შეწყვეტას ისრაელში უსაფრთხოების ზომების არარსებობას და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლებმაც უარი განაცხადეს იმ ავიაკომპანიების მომსახურებაზე, ვინც საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაფრინავს.

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყების გამო, ისრაელში ფრენები უკვე შეაჩერეს მსოფლიოს უდიდესმა ავიაკომპანიებმა. თელავივის მიმართულებით რეისები გაუქმებული აქვთ ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: "ემერიქანი", "დელტა", "იუნაითედი", "ეარ კანადა" და ჰონგ კონგის ავიაგადაზიდვების ფლაგმანი "ქათაი ფესიფიქსი", ასევე სამხრეთ კორეის ავიახაზებს. რაც შეეხება ევროპას, უსაფრთხოების გარანტიებისა და სადაზღვევო მომსახურების შეწყვეტის გამო ფრენები შეაჩერა თითქმის ყველა ევროპულმა ავიაკომპანიამ. მათ შორის არიან "თურქიში", "ლუფტჰანზა", "სვისი", "ავსტრიის ავიახაზები", "ეარ ფრანსი", "რაინეარი", "იზი ჯეტი", "პეგასუსი" და "ვიზეარი".

დღის ამბები