06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა "ჰამასის" მიერ ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლება დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ადამ დენიელ ჰაგარი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" ორი ტყვე გაათავისუფლა და ამჟამად ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულები ამერიკის მოქალაქეები არიან.

"ჰამასი" ცდილობს, მსოფლიოს წინაშე წარდგეს ისე, თითქოს მძევლებს ჰუმანიტარული მიზეზებით ათავისუფლებს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელ ტერორისტულ ჯგუფზე, რომელსაც ამ დროს ტყვედ ჰყავს ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები," – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის მთავრობა აგრძელებს "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას. 

დღის ამბები