06 ოქტომბერი 2024,   20:56
ვრცლად
უკრაინის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, სამხედროებისთვის განკუთვნილი დახმარების 1/3 დაკარგულია

2023 წლის პირველ ცხრა თვეში, უკრაინაში, გამოავლინეს 3000-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც სამხედრო ნაწილებისთვის განკუთვნილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ საბოლოო ადრესატებამდე ვერ მიაღწია, - კანონდარღვევები სახელმწიფო საბაჟო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოავლინა. შესაბამისი ინფორმაცია საბაჟო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალურმა უწყებებმა ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების 9000-ზე მეტი ფაქტი შეისწავლეს. 3000-ზე მეტ შემთხვევაში, სამხედრო ნაწილებამდე მათი მიტანის დამადასტურებელი ფაქტები არ ვლინდება.

კანონდარღვევების გამოსავლენად, სახელმწიფო საბაჟო სამსახურის კონტრაბანდისა და საბაჟო დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობს. სწორედ მათი ერთობლივი ღონისძიებების შედეგია აღნიშნული დარღვევების გამოვლენა. 

დღის ამბები