06 ოქტომბერი 2024,   21:11
ვრცლად
ანკლავსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე მდებარე რაფახის გამშვები პუნქტი გახსნილია - ღაზის სექტორში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შედის

ისრაელისა და "ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირების მე-15 დღე - ორი კვირის შემდეგ, ღაზის სექტორში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შედის. ანკლავსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე მდებარე რაფახის გამშვები პუნქტი გახსნილია, პირველ დახმარებას ორ მილიონზე მეტი ადამიანი ელოდება.

ამ ფონზე კი, ღაზაში საჰაერო ოპერაცია გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს 5 000 აჭარბებს. ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ. ასევე, თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მაროკოში გამგზავრებისგან. ცნობილი გახდა ისიც, რომ „ჰამასმა“ ტყვეების დაბრუნება დაიწყო.

დღის ამბები