06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ისრაელი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელიც ერთი ტყვისა და სამხედროსთვის წარმოუდგენელს ჩაიდენს, თუმცა ჩვენი უპირველესი ამოცანა "ჰამასის" რუკიდან გაქრობაა - ისრაელის ეკონომიკის მინისტრი

ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ნირ ბარკატი აცხადებს, რომ ისრაელის უპირველესი ამოცანა "ჰამასის" რუკიდან გაქრობაა.

მისივე თქმით, თუკი "ჰამასს“ ისრაელისგან რაიმეს დათმობა უნდა, პირველ რიგში, ტყვეები უნდა გაათავისუფლოს.

"ისრაელის ჯარს მწვანე შუქი აქვს სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, თუმცა ჩვენი გეგმების მედიასთან განხილვას არ დავიწყებ. ეს არაა პოლიტიკური საკითხი. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ისინი გავანადგუროთ. ეს ახლა ჩვენი ჯარის ხელშია. თითოეულ ჩვენს ტყვეზე ძალიან ვღელავთ და ისრაელი სწორედ ის სახელმწიფოა ერთი ტყვისა და სამხედროსთვის რომ წარმოუდგენელს ჩაიდენს, ისეთს, სხვა ქვეყანა რომ არასდროს იზამს. ეს ჩვენი ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია, თუმცა ნომერ პირველი ამოცანა "ჰამასის" რუკიდან გაქრობაა. თუ ჩვენგან რაიმე დათმობა უნდათ, პირველ რიგში ტყვეები გაათავისუფლონ. სუსტი პოზიციებიდან “ჰამასთან” მოლაპარაკება არ იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი პოზიციებიდანაა დასაშვები,"- აცხადებს ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ნირ ბარკატი.

დღის ამბები