06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, 100-ზე მეტი შეტაკება მოხდა

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, 100-ზე მეტი შეტაკება მოხდა. კონტრშეტევა გრძელდება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაწინაურდნენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე. აქ მოიერიშე ჯგუფები მდინარე დნეპრს ნავებით კვეთენ და ოკუპირებულ ნაწილში შეტევების გაფართოებისთვის ახალ პლაცდარმს ქმნიან.

უკრაინელ სამხედროებს მტრის შეტევების მოგერიება უწევთ აღმოსავლეთ რეგიონებშიც. შეტაკებები გრძელდება ავდიივკასთან, სადაც გასული დღეების განმავლობაში რუსულ დანაყოფებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის რეკორდული დანაკარგები ჰქონდათ.

დღის ამბები