06 ოქტომბერი 2024,   21:02
ვრცლად
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია რაც შეიძლება მალე დატოვონ

ისრაელი ეგვიპტესა და იორდანიაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერ-მინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ ისრაელის მოქალაქეები იმ ადამიანების სამიზნე გახდნენ, რომლებიც მიმდინარე ომის გამო არიან გაბრაზებულნი, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს

ამავე განცხადების მიხედვით, ეგვიპტესა (მათ შორის სინაის ნახევარკუნძულზე) და იორდანიაში, საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა, მაროკოში კი - სამამდე. უწყებები ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ქვეყნები.

განცხადებაში, დამატებითი რეკომენდაციის სახით, მითითებულია, რომ სასურველია, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ თურქეთში, მალაიზიაში, ბანგლადეშში, ინდონეზიაში, მალდივებზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინში გამგზავრებისგანაც.

გასულ კვირას, ეგვიპტელმა პოლიციელმა ორი ისრაელელი ტურისტი მოკლა.

დღის ამბები